ფამკე იანსენი „მთავარი ჯადოქრის“ ამპლუას მოირგებს
12:23:55     10-02-2011
მსახიობ ფამკე იანსენს ტომი ბირკოლის ფილმში „Hansel and Gretel: Witch Hunters“ იღებენ. ამის შესახებ საიტი ჩოლლიდერ იუწყება. სურათი ძმები გრიმების ცნობილ ზღაპარზეა დაფუძნებული.
სიუჟეტის თანახმად, მცირეწლოვანი ძმა, დასთან ერთად, პატარა სახლში ხვდება, რომელიც ბოროტ ჯადოქარს ეკუთვნის. ჯადოქარი ბავშვების შეჭმას გეგმავს, თუმცა, პატარები თავის გადარჩენას მოახერხებენ. ფილმი კი უკვე უფროსი ასაკის ჰანსს და გრეტას ეხება. ჯადოქართან შეხვედრის შემდეგ მათ ისეთი ტრავმა მიიღეს, რომ გადაწყვიტეს ჯადოქრებზე მონადირენი გამხდარიყვნენ. ფილმში მთავარ როლებს ჯემა არტერტონი და ჯერემი რენერი ასრულებენ, იანსენი კი „ჯადოქრების უფროსი“ იქნება. სურათის ერთერთი პროდიუსერი უილ ფერელია. ფილმი კომედიური ელემენტებით იქნება გაფორმებული და ეკრანებზე 2011 წელსვე გამოვა.