ლინდსი ლოჰანი ქურდობაზე წაასწრეს

  12:21:19     10-02-2011

აშშ–ის პროკურატურამ სკანდალურად ცნობილ ამერიკელ მსახიობს ლინდსი ლოჰანს ქურდობის ბრალდება წაუყენა, ამის შესახებ „ასოშეითედ პრესი იუწყება.“  ბრალდების მხარის ინფორმაციით, 24 წლის მსახიობმა ლოს–ანჟელესის სანაპირო რაიონის მაღაზიიდან 2,4 ათასი დოლარის ღორებულების ყელსაბამი მოიპარა. პოლიციამ გამოძიება მაღაზიის მფლობელის მიმართვის შემდეგ დაიწყო.

ლოჰანის ადვოკატი, თავისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულს უარყოფს. ამის მიუხედავად, მსახიობს სასამართლოზე წარდგომა მაინც მოუწევს. ამ ეტაპზე, მსახიობს უკვე შეფარდებული აქვს პირობითი სასჯელი, რომელიც მან 2007 წელს, ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო მიიღო.