უკრაინელმა სამხედროებმა ყირიმის დატოვებაზე უარი განაცხადეს
13:48:46     19-03-2014
უკრაინელი სამხედროები, მიუხედავად რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მიღებისა, ყირიმიდან არ იქნებიან გაყვანილნი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
"არა, ჩვენ ვრჩებით", – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, იგორ ტენიუხმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად.
დღეს დილით პრორუსულად განწყობილი აქტივისტები სევასტოპოლში, უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბში შეიჭრნენ. სამხედროებმა მათ წინააღმდეგ იარაღი არ გამოიყენეს, მაგრამ ბაზის დატოვება მოსთხოვეს. აქტივისტებმა ბაზაზე რუსეთის დროშა აღმართეს. რუსი სამხედროების განცხადებით, მათ ამ ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღიათ.
როგორც ცნობილია, 18 მარტს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ყირიმის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი მოაწერეს. ამის საბაბი 16 მარტის რეფერენდუმი გახდა, სადაც ყირიმელთა უმრავლესობამ უკრაინის შემადგენლობიდან გასვლას და მეზობელ სახელმწიფოსთან გაერთიანებას დაუჭირა მხარი.