უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ჯარს ცეცხლის გახსნის უფლება მისცა
06:52:27     19-03-2014
უკრაინული სააგენტოების ინფორმაციით, უკრაინელი ჯარისკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ყირიმში განთავსებულ საჯარისო ნაწილებს ცეცხლის გახსნის უფლება მისცა. მათივე ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა და შტაბის უფროსმა მიიღეს.
გადაწყვეტილება სამინისტრომ სიმფეროპოლში უკრაინელი პროპორშიკის, კაკურინის დაღუპვით ახსნა. გუშინ საღამოს ყირიმში მდებარე უკრაინული სამხედრო ობიექტების იერიში დაიწყო.
„კაკურინი ტოპოგრაფიული ცენტრის ავტოპარკის საგუშოზე იმყოფებოდა, როდესაც გულში სასიკვდილო ტყვია მოხვდა. იმავე ცენტრის იერიშის დროს ყელში მძიმედ დაჭრეს უკრაინელი ოფიცერი კაპიტანი ფედუნი. კიდევ ერთმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო ფეხის მძიმე ტრავმა მას შემდეგ ის არმატურით სასტიკად სცემეს. გარდა ამისა, რუსებმა უკრაინული სამხედრო ნაწილის მეთაური პოლკოვნიკი ანდრეი ანრიუშინი გაიტაცეს.“ - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რუსული მხარე ირწმუნება, რომ სევასტოპოლში მდებარე ტოპოგრაფიულ ცენტრზე იერიში ყირიმელმა მოხალისეებმა მიიტანეს და მხოლოდ ტრავმატული იარაღი გამოიყენეს. Крыминформ-ის ინფორმაციით, კი უკრაინელ სამხედროებს სნაიპერმა გაუხსნა ცეცხლი.