რამდენიმე საიდუმლო McDonald’s-ის ყოფილი თანამშრომლისგან

  06:21:31     19-03-2014

დავიწყეთ:
1. თუ გადაწყვიტეთ კარტოფილი ფრის აღება, აიღეთ საშუალო ზომის, იმიტომ რომ ზუსტად იმდენივე ეტევა, რამდენიც დიდში.

2. რაც შეეხება ჩამოსასხმელ ნაყინს, ვაფლის შიგნით მოლარეს ეკრძალება ნაყინის ჩასხმა, ამიტომ ნაყინი მხოლოდ ვაფლის ზევითა ნაწილშია.

3. თუ ლანგარი პირდაპირ სალაროსთან დაგივარდათ, მაშინ თქვენს შეკვეთას თავიდან მიიღებთ.

4.აუცილებლად დააკონკრეტეთ სასმელის და კარტოფილის ზომა, ვინაიდან კონკრეტიკის გარეშე მოლარე ჩეკში ამოგირტყამთ დიდ კარტოფილს და საშუალო კოლას.

5.სასმელები ყინულის გარეშე შეუკვეთეთ. სასმელი ისედაც ცივია, თან ყინული მალევე დნება და რჩება მხოლოდ წყალი.

6.ხორცი, ბოსტნეული, სალათები-ყველაფერი ნამდვილია, ერთადერთი, რაც იწვევს შეშფოთებას – ეს საწებელია, რომლის შემადგენლობა პერსონალმაც არ იცის.

7.თუ სენდვიჩში თმის ღერი აღმოაჩინეთ ან რამე სხვა უცხო “ნივთი”-თქვენ აუცილებლად გამოგიცვლიან მას.

8.არასოდეს უთხრათ მოლარეს-„ცოტა სწრაფად შეგიძლიათ“?! ყველა მათგანი ამ ფრაზის გაგონებისას უფრო ნელა იწყებს გადაადგილებას.

9.იმისთვის რომ კარტოფილი იყოს 100% ახალი, მოითხოვეთ მარილის გარეშე.

10.სასურველია არ წამოიღოთ თან პროდუქტები, ვინაიდან მაშინვე კარგავენ თავიან გემოს და ვიზუალურ მხარეს.

11.თანამშრომლების 99% ზარმაცობს ლანგრის გაწმენდის დროს, ამიტომ ყოველთვის მოითხოვეთ დამატებითი ქაღალდი ლანგრისთვის.

12.იმისთვის რომ მოლარემ არ გაგაღიზიანოთ კითხვებით, ბოლოში აუცილებლად უთხარით -„სულ ეს არის“.

13.აუცილებლად გადაამოწმეთ შეკვეთა ჩეკის მიხედვით-მოლარეებიც ხომ ადამიანები არიან.

14.ყველაზე კალორიული მაქდონალდსში-ბიგ თეისთი და ნაგეტსია.