latte art - ყავის მოხატვის ხელოვნება (ფოტოები)

  03:52:37     19-03-2014

ლატე არტი კაპუჩინოს ზედაპირზე სხვადასხვა მოტივებისა და ნახატების შექმნაა, რომელიც ყავაში რძის შეყვანის ტექნიკას ეფუძნება. წარმატებული შედეგისთვის მკაცრად უნდა იყოს დაცული რძისა და ყავის პროპორცია, მაგრამ ბევრი რამ ბარისტას (ბარმენის აღმნიშვნელი იტალიური ტერმინი) პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.

ყავისთვის განკუთვნილი რძე განსაკუთრებული მეთოდით ითქვიფება 65-67  გრადუსზე. საბოლოოდ მიიღება კრემოვანი ქაფი. ყავაში ჩასხმისას, რძის ქაფი სხვადასხვა გამოსახულებას ქმნის ზედაპირზე, ბარისტა კი მკაცრად აკონტროლებს ნახატის შექმნის პროცესს.  მნიშვნელოვანია ყავის ხარისხიც - ის მხოლოდ 20-30 წამი უნდა იხარშებოდეს.

გთავაზობთ ლატე არტის საუკეთესო ნიმუშებს: