ლიმონის კრემი ტორტების მოსართავად

  01:32:59     17-03-2014

ინგრედიენტები: ლიმონის წვენი 125 მლ წყალი 125 მლ კვერცხის გული 1 დარბილებული კარაქი 370 გ შაქარი 300 გ ფქვილი 2 ს.კ
თასში შეურიეთ ლიმონის წვენი, წყალი და კვერცხის გული. გადადეთ დროებით.

ქვაბში გაადნეთ 60 გ კარაქი, დაამატეთ ფქვილი და შუშეთ 1 წუთი, თან ურიეთ. დაამატეთ ლიმონის წვენიანი ნარევი, გამუდმებული მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. ძალიან დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 1 წუთი.

გადაიტანეთ თასში, დააფარეთ თავზე ცელოფანი და გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ დაამატეთ შაქარი, დარჩენილი კარაქი და 5 წუთი თქვიფეთ მიქსერით, სანამ პრიალა, ერთგვაროვან, კრემოვან მასას არ მიიღებთ.

ეს კრემი ინახება დაახლოებით 3-4 დღე. გამოყენების წინ უმჯობესია თუ კიდევ ათქვეფთ, რათა ჰაეროვნება დაიბრუნოს