ომლეტი სულგუნით - იდეალური საუზმე
01:30:54     17-03-2014
ეს რეცეპტი იმდენად მარტივი და გემრიელია, რომ ალბათ არც ღირს
ტრადიციული სახით რეცეპტის დაწერა. აიღეთ კვერცხი და სულგუნი სასურველი
რაოდენობით.
ინგრედიენტები:
კვერცხი
სულგუნი
მარილი და პილპილი
კარაქი
დიდ ტაფას ან, უმჯობესია, ინდივიდუალურ ფორმებს წაუსვით კარაქი. ჩაალაგეთ დაჭრილი სულგუნი და დაასხით ათქვეფილი კვერცხი ისე რომ ყველი დაიფაროს. მარილი და პილპილი გემოვნებით დაამატეთ. ზემოდან კარაქის რამდენიმე ფანტელი დაადეთ.
შედგით 180-90 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ კვერცხი არ შეიკვრება და შეიწვება. თუ კვერცხი ახალია და თქვენც გიყვართ - შეგიძლიათ ბოლომდე არც აცალოთ შეწვა და თხევადი გული დაუტოვოთ.
ომლეტის შიგნით ჩამდნარი ყველი კერძს უგემრიელესს ხდის, მიირთვით დაბრაწულ პურთან ერთად.
შესანიშნავი საუზმეა!