5 ქვეყანა და ყავის 5 რეცეპტი

  01:28:41     17-03-2014

ყავა კონიაკით,  რძით,  ნაყინით,  კვერცხის   გულით,   მარილით,   კაკაოთი...   ყველა  ქვეყანას  თავისი  უნიკალური  რეცეპტი  აქვს.

ფრანგები ყავას თავიანთი საამაყო კონიაკით ამზადებენ - მზა მაგარ ყავას ფილტრავენ, ამატებენ ცოტა მარილს და კონიაკს. შაქარს გემოვნებით და სურვილით.

ავსტრიაში ყავას თავისებურად - ვენურად ამზადებენ. მზა ყავას, ფინჯანში, თავზე ათქვეფილ ვანილიან და შაქრიან ნაღებს ადებენ, ზემოდან კი გახეხილ შოკოლადს აყრიან. შაქარი ცალკე მიაქვთ.

მექსიკურ ყავაში ცოტაოდენ კაკაოს ამატებენ. ცხელ სასმელს ზოგჯერ რძეს, ზოგჯერ კი კვერცხის გულს ამატებენ და თქვეფენ. ჭიქებში ჩამოსხმულს თავისივე ქაფს ზემოდან ადებენ.

ჩეხეთში ყავას რძით სვამენ. მოხარშულ შავ ყავას აზავებენ რძით პროპორციით 2:1

იაპონური ყავა გნებავთ? მაშინ შეურიეთ შავი მაგარი ყავა და ტკბილი კაკაო პროპორციით 1:1, მიიყვანეთ ადუღებამდე, დაასხით ჭიქებში და დაამატეთ  ნაღები