გულიაში ლუდით

  10:12:10     10-02-2011

მასალა: ნახევარი კილო ღორის ხორცი, ნახევარი კილო ძროხის ხორცი, 5-6 ცალი ხახვი, 3 სუფრის კოვზი ღორის ქონი ან კარაქი, დაახლოებით ერთი ლიტრი ღია ფერის ლუდი, 6 სუფრის კოვზი დაფხვნილი, თეთრი პურის ორცხობილა, ნახევარი კილო მჟავე კომბოსტო, დაფნის ფოთოლი, პილპილი, კვლიავი, მარილი - გემოვნებით.

ხორცი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად, მოვათავსოთ ფართო ქვაბში და ცხიმში შევწვათ. დავამატოთ მსხვილად დაჭრილი ხახვი და ცოტა ხანი ვხრაკოთ ხორცთან ერთად. ჩავუმატოთ კომბოსტო, ორცხობილა და დანარჩენი ინგრედიენტები, დავფაროთ ლუდით და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე, ერთი საათის განმავლობაში.