ოჯახის უფროსმა ყაჩაღური ჯგუფის ერთი წევრი დაჭრა

  12:00:03     13-03-2014

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი პირი დააკავა, რომლებმაც გურჯაანელი გიორგი მაისურაძის დაყაჩაღება სცადეს. როგორც „პრესა.ჯი“-ს გურჯაანიდან აცნობეს, სამი ნიღბიანი მამაკაცი მაისურაძეების ოჯახში იარაღის მუქარით შეიჭრა და ფულს და ძვირფასეულობას ითხოვდა.

ყაჩაღების მოგერიება ოჯახის უფროსმა მოახერხა და ერთ-ერთი ბოროტმოქმედი ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც მძარცველები ადგილიდან მიიმალნენ.

შს სამინისტოს თანამშრომლებმა კი ეჭვმიტანილები ცხელ კვალზე დააკავეს. „პრესა.ჯი“-ს უწყების პრესსამსახურში უთხრეს, რომ სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე აღიძრა (179 მუხლის მეორე ნაწილით).