საქართველოში ორჰან ფამუქი ჩამოვიდა
16:33:39     12-03-2014
თურქი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ოჰან ფამუქი თბილისში ჩამოვიდა.
დღეს იგი თავისუფალი უნივერსიტეტის დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში თანამედროვე ლიტერატურის შესახებ ლექციას წაიკითხავს. აღნიშნული ლექცია დახურული იქნება და მასზე დასწრება მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს შეეძლებათ. თუმცა, უნივერსიტეტის ვებგვერდზე ლაივსტრიმი იქნება და საჯარო ლექციის მოსმენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. საჯარო ლექცია 17:00 საათზე დაიწყება.
ორჰან ფამუქი 13 მარტს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში უკვე ფართო საზოგადოებას შეხვდება. ამ შეხვედრაზეც დასწრება მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი.
ორჰან ფამუქის ვიზიტის ინიციატორები თავისუფალი უნივერსიტეტი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა არიან. ნობელიანტი მწერალი თბილისს 14 მარტს დატოვებს.