საქართველოს კულტურის პალატამ თბილისში ბეზრუკოვის თეატრის გასტროლები გააუქმა

  13:17:58     12-03-2014

საქართველოს კულტურის პალატამ თბილისში დაგეგმილი სერგეი ბეზრუკოვის თეატრის გასტროლები გააუქმა. ამის შესახებ განცხადებას კულტურის პალატა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე აავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბეზრუკოვის გასტროლების გაუქმება მას შემდეგ მოხდა, რაც მისი გვარი უკრაინასთან მიმართებაში ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერთა სიაში, რუს ხელოვანთა ერთობლივ წერილზე აღმოჩნდა.

“დღეს გავრცელებული რუსეთის სახალხო არტისტების წერილის გამო, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, მეზობელი ქვეყნის უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციაში.

საქართველოს კულტურის პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს მაისში დაგეგმილი სერგეი ბეზრუკოვის თატრის გასტროლები თბილისში.

კიდევ ერთხელ გვინდა გამოვუცხადოთ მხარდაჭერა უკრაინას მის სუვერენიტეტს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ მეგობარ გმირ უკრაინელ ხალხს”- აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნულ წერილს კულტურის 86 მოღვაწე აწერს ხელს, მათ შორის დირიჟორი იური ბაშმეტი, სახალხო არტისტი სერგეი ბეზრუკოვი, რეჟისორი ფიოდორ ბონდარჩუკი, რეჟისორი ვლადიმერ ბორთკო, სახალხო არტისტი მიხეილ ბოიარსკი, სახალხო არტისტი ოლეგ გაზმანოვი, დირიჟორი ვალერი გერგიევი, კინოჟურნალ „იერალაშის“ ხელმძღვანელი ბორის გრაჩევკსი, მომღერალი ლევ ლეშენკო, რეჟისორი ოლეგ ტაბაკოვი, რუსეთის ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი ზურან წერეთელი, ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე, კინოკონცერნ „მოსფილმის“ გენერალური დირექტორი კარენ შაჰნაზაროვი და სხვები.