ქათამი ხრაშუნა კანით და არომატული სოუსით
00:50:37     12-03-2014
ინგრედიენტები:
ქათმის ფილე
4 ნაჭერი
ბულიონი
1 ჭიქა
ხახვი
1
კარაქი
1 ს.კ
როზმარინი
1 ტოტი
ქონდარი
2 ტოტი
მარილი და პილპილი
ნივრის კბილი
1
ზეითუნის ზეთი
2 ს.კ
გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე. ქათმის ფილეს წავუსვათ მარილი და პილპილი.
ტაფაზე, რომელსაც მერე ღუმელშიც შევდებთ, გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი და დავალაგოთ ფილე კანით ქვემოთ. ვწვათ 5-7 წუთი. შემდეგ გადავაბრუნოთ და კიდევ 4 წუთი შევწვათ. შემდეგ ტაფიანადვე გადავიტანოთ ღუმელში 15-20 წუთი.
ქათამი თეფშზე გადავიტანოთ, იმავე ტაფაში კი დაჭრილი ხახვი და ნიორი მოვშუშოთ. შემდეგ ბულიონი დავასხათ, როზმარინი და ქონდარიც დავამატოთ. ვადუღოთ საშუალო ცეცხლზე 7-8 წუთი დაბალ ცეცხლზე.
მცენარეები ამოვიღოთ და კარაქი ჩავამატოთ. რომ ჩადნება მარილი და პილპილიც ჩავყაროთ, ამოვურიოთ.
ქათმის ხორცი ამ სოუსში ჩავალაგოთ და ისე მივიტანოთ სუფრასთან