ლიტვა ავღანეთს ვადაზე ადრე ტოვებს
15:51:07     09-02-2011
ლიტვამ თავისი სამხედროები ავღანეთიდან, შესაძლოა, 2012 წლის დასასრულს გამოიყვანოს. ამის შესახებ, ლიტვის რადიოსთან ინტერვიუში, თავდაცვის მინისტრმა რასა იუკნიავიჩენემ განაცხადა.
„ჩვენ მოხარულები ვართ იმით, რომ უკვე შეგვიძლია, პროვინცია გორის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, 2012 წლის ბოლოს თავად ავღანელებს გადავცეთ, ამის განხორციელება სრულიად რეალურია“ – განაცხადა მან.
ამ დროისათვის, ავღანეთის პროვინცია გორში 150 ლიტველი სამხედრო და სამოქალაქო პირი მსახურობს, ქვეყნის სამხრეთით კი დისლოცირებულია სპეცესკადრონი „Aitvaras.“
ლიტველი სამხედროები ამერიკელებს დახმარებას უწევენ წესრიგის და უსაფრთხოების დამყარების, სოციალურ–ეკონომიკური განვითარების საკითხებში, ასევე ადგილობრივი ადმინისტრაციის და წესრიგი დაცვის კადრების მომზადებაში. იუკნიავიჩენემ გამოთქვა იმედი, რომ ამ წელს, პროვინციაში დისლოცირებული იქნება ნაციონალური რეგულარული არმიის ძალები.
თუ მინისტრის პროგნოზი გამართლდება, ლიტვა უფრო ადრე დაიწყებს ავღანეთიდან თავისი ძალების გამოყვანას, ვიდრე ეს სეიმის გადაწყვეტილებით იყო დაგეგმილი. ლიტვის სეიმის ძველი დადგენილებით, ლიტველი სამხედროები ავღანეთში 2013 წლის ბოლომდე უნდა დარჩენილიყვნენ.