რუსთავში ოლეგ შუბითიძემ ყოფილი ცოლი მოკლა - მკვლელობის დეტალები
17:14:36     08-03-2014
მკვლელობა ქვემო ქართლში. სამართალდამცველთა ინფორმაციით, რუსთავში მე-11 მიკრო რაიონში მდებარე საერთო საცხოვრებელში 1963 წელს დაბადებულმა ოლეგ შუბითიძემ ყოფილ მეუღლეს, 30 წლის ბელა ძამსაშვილს მუცლის არეში დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
მეზობლების თქმით, ოლეგ შუბითიძემ მომხდარის შესახებ პოლიციას თავად აცნობა. მძიმედ დაჭრილი ქალბატონი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მკვლელობის მოტივად თავდაპირველად ეჭვმიტანილის ნარკოდამოკიდებულება დასახელდა. თუმცა, მოკლულის მეზობლები ამ ინფორმაციას უარყოფენ.
გარდაცვლილის მეზობლები ოლეგ შუბითიძის ნარკოდამოკიდებულებაზე გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად გუარყოფენ და აცხადებენ, რომ ის მშრომელი კაცი იყო, მეუღლეს კი ორი თვის წინ დაშორდა. ყოფილი ცოლ-ქმარი მეზობელ კორპუსებში ცხოვრობდა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.