ისპანახის ღვეზელი "მზე"

  06:00:39     07-03-2014

ინგრედიენტები: ცომისთვის: ფქვილი 500 გ ზეითუნის ზეთი 90 მლ თეთრი ღვინო 200 მლ, შემთბარი მარილი 1 ჩ.კ გულსართისთვის: ისპანახი 350 გ ნადუღი, ხაჭო ან რიკოტა 350 გ კვერცხი 1 ყველი პარმეზანი 100 გ, გახეხილი მარილი და პილპილი საფანელი
შევურიოთ ცომის ყველა ინგრედიენტი და მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი. სანამ გულსართს მოვამზადებთ, ცომს ცელოფანი გადავაფაროთ.
ისპანახი მდუღარე წყალში მოვწალოთ , ზედმეტი წყლისგან დავწრიტოთ, დავჭრათ და შევურიოთ ხაჭო ან ნადუღი. დავამატოთ გახეხილი ყველი, კვერცხი, მარილი, პილპილი. კარგად ავურიოთ.
ღუმელი 180 გრადუსზე გავახუროთ. ცომი ორად გავყოთ. გავაბრტყელოთ ორივე დაახლოებით 30 სმ დიამეტრის ფენებად. ერთი ფენა დავდოთ ქაღალდჩაფენილ საცხობ ფურცელზე, მოვაფრქვიოთ საფანელი, ცომის ცენტრში დავდოთ გულსართის ნაწილი, მის გარშემო ვიწრო თავისუფალი წრე დავტოვოთ და დანარჩენი გულსართი ნაპირებთან ახლოს წრიულად გავანაწილოთ. შემდეგ მეორე ცომი გადავაფაროთ, ნაპირები მივუწებოთ. შუაში, გულსართის შესაფერისი ზომის ფიალა დავადოთ და ჩანგლით დავჩხვლიტოთ გარშემო.

ნაპირები ჩავჭრათ ბასრი დანით ყოველ სამ სანტიმეტრში და გადმოვაბრუნოთ 90 გრადუსით. გამოვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში.