შსს ივა ჩიღვინაძის დაკავებას ადასტურებს
17:00:24     06-03-2014
შინაგან საქმეთა სამინისტროში ივა ჩიღვინაძის დაკავების ფაქტს ადასტურებენ. ჭიკაიძის უწყებაში აცხადებენ, რომ მისი დაკავება იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით მოხდა. შს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ჩიღვინაძეს იარაღი გაფორმებული ჰქონდა, თუმცა არ ჰქონდა მისი ტარების უფლება.
ცნობისთვის, ივა ჩიღვინაძე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, ვაკეში, ჩეხეთის საელჩოსთან რამდენიმე პირთან ერთად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. მან საპატიმრო 2012 წელს, ამნისტიის შედეგად დატოვა.