რატომ მოკლა მეზობელი ქალბატონი ყოფილმა პატიმარმა?

  11:20:15     06-03-2014

მეზობლის მკვლელობისთვის თბილისში 1979 წელს დაბადებული, წარსულში ოთხჯერ ნასამართლევი არსენ ლ დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, ავჭალის დასახლებაში, საკუთარ ბინაში, მეზობელს – 1958 წელს დაბადებულ ლიანა ბ-ს დანით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).