გეგუთის ციხეში მოკლული პატიმრის ოჯახი ნაწამები ცხედრის ფოტოს ავრცელებს
18:22:11     05-03-2014
გეგუთის ციხეში მოკლული 25 წლის გიგა ფარტანაძის გარდაცვალების ფაქტს
პროკურატურა გამოიძიებს. ამის შესახებ „პრესა.ჯი“-ს მთავარ პროკურატურაში
უთხრეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ გიგა ფარტენაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა პროკურატურის ზედამხედველობით დაიწყო. თუმცა სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარისა და მთავრი პროკურორის გიორგი ბადაშვილის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ საქმეს პროკურატურა გამოიძიებს.
მოკლული პატიმრის ცხედარი ბათუმში საკუთარ სახლში გუშინ ღამით გადაასვენეს. ინტერნეტში კი პატიმრის გიგა ფარტენაძის, ნაწამები ცხედრის ფოტოები გავრცელდა.
მოკლულის ძმა კობა ფარტენაძე აცხადებს, რომ ვერსია რომლის მიხედვითაც მისი ძმა „თავანის" ჩაუბარებლობის გამო მოკლეს სიმართლეს არ შეესაბამება. გარდაცვლილის ოჯახის წევრის განცხადებით, გიგა ფარტენაძე ღამის სამის ნახევარზე მასთან ერთად საკანში მყოფმა პატიმრებმა აწამეს და მოკლეს, თუმცა გამოთქვამს ვარაუდს, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით ციხის ადმინისტრაცია წინასწარ იყო ინფორმირებული.
“ჩემს ძმას სხეულზე წამების კვალი აღენიშნება, როგორც თავად მინისტრმა განაცხადა იგი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის გამო გარდაიცვალა და მსგავსი საგნები თურმე საკნებში დაშვებულია, ეს კი სიმართლეს არ შეესაბამება, მას ჩაიდანი აქვს ჩარტყმული, საშინლად არის ნაწამები, თვალი აქვს ამოთხრილი, ექსპერტიზის პასუხი კი დაკრძალვიდან ერთ კვირაში იქნება ცნობილი.
გვინდოდა განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება ბათუმში, მაგრამ უარი გვითხრეს, თბილისის ცენტრალურ ექსპერტიზის ბიუროს მიმართეთო“, - განაცხადა „აფხაზეთის ხმასთან“ საუბრისას გარდაცვლილის ძმამ, რომელმაც ნაწამები ძმის ფოტოები გამოცემას გადასცა.