მკვლელობა 32 ლარის გამო - რას ჰყვება პოლიციის უფროსი

  13:35:12     05-03-2014

„პრესა.ჯი“-სთვის ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ზესტაფონის პოლიციის უფროსმა კახა სვანიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მოკლული და მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეზობლები იყვნენ. მკვლელობა კი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

ზესტაფონის პოლიციის უფროსი, კახა სვანიძე: 35 წლის ოთარ გურულის მკვლელობის ფაქტზე მისივე მეზობელი, ზურაბ ფუტკარაძე ცხელ კვალზე იქნა დაკავებული. ეჭვმიტანილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

„პრესა.ჯი“: რას უკავშირდება მკვლელობა?

- მოკლულს 32 ლარი ვალი ჰქონდა ეჭვმიტანილის მამის. ამ საკითხს მოჰყვა ურთიერთშელაპარაკება, რაც მკვლელობით დასრულდა.

- აღიარებს თუ არა დაკავებული დანაშაულს?

- დიახ, აღიარებს...

- რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიენა?

- გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს".

შეგახსენებთ რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მკვლელმა მსხვერპლს თავში ლოდი ჩაარტყა და მოკლა.