გეგუთის ციხეში პატიმარი „მაყურებელმა“ ცემით მოკლა - "გურია ნიუსი"
13:45:10     04-03-2014
გეგუთის კოლონიაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ადასტურებენ. როგორც „პრესა.ჯი“-ს სუბარის უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას დღეს გაავრცელებს.
პატიმრის გარდაცვალების შესახებ საქმის კურსშია ომბუცმენის აპარატი. „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლები ამ წუთებში გეგუთის დაწესებულებაში ინციდენტის დეტალების გადამოწმებას ცდილობენ.
"გურია ნიუსის“ ინფორმაციით, პატიმრის მკვლეობის მიზეზი ე.წ „თავანის“ ჩაუბარებლობა გახდა. პორტალი იტყობინება, რომ ე.წ. მაყურებელმა პატიმარი „თავანის“ ჩაუბარებლობის გამო სცემა. "აჭარელი ბიჭი იყო ის საწყალი. თავანის ჩაუბარებლობის გამო წუხელ მაყურებელმა "ბუწალიჩმა" - ნუგზარ ნიკოლაძემ სცემა სასიკვდილოდ.
ახლა გვამი მორგში ჰყავთ და ექიმები ამუშავებენ, რომ ცემის კვალი არ ეტყობოდეს", - ამბობს წყარო „გურია ნიუსთან“. ე.წ. მაყურებელი ნიკოლაძე, რუსთავის კრიტიდან გეგუთში თებერვალში პატიმრების მასობრივი შიმშილობის დროს გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია „გურია ნიუსს“ ციხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაუდასტურა.
"გეგუთში მაყურებლების ჩანაცვლება 12 თებერვალს მოხდა, როდესაც ციხის მაყურებელი ონიანები თავის "შაიკით" გადაიყვანეს კრიტში და მათ ნაცვლად რუსთავის მეექვსეს კრიტიდან ათკაციანი "შაიკით" ნუგზარ ნიკოლაძე დააბრუნეს. ნიკოლაძეს უთქვამს კრიტიდან თუ გამიყვანთ, მე გავაჩერებ პატიმრებსო.
ონიანებთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და გეგუთში გადმოსვლას ვერ ბედავდა. ონიანები და მისი ბიჭები იმავე მანქანით წაიყვანეს კრიტში, რითაც "ბუწალიჩი" და მისი ხალხი მოაბრძანეს . პატიმრებს ეშინიათ ნიკოლაძის "შაიკის", რადგან ისინი მათ სცემენ და მუდმივი ტერორის ქვეშ ამყოფებენ. ამიტომაც დამშვიდდა გეგუთი და დასრულდა შიმშილობის აქცია", - აცხადებს წყარო გურია ნიუსთან.
p.s: ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სუბარის უწყება იძულებული გახდა ეღიარებინა ის ფაქტი რომ პატიმრის გარდაცვალება "მსჯავრდებულებს შორის დაპირისპირებამ გამოიწვია".
"2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით ღამის 2:30 საათზე, გეგუთის #14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ერთ-ერთი მსჯავრდებულის გარდაცვალებით დასრულდა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, მათ შორის თავისა და ყელის არეში", - განაცხადეს სამინისტროში.