წლის ფილმი "მონობის 12 წელი" გახდა
11:48:56     03-03-2014
ლოს-ანჯელესში კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წლევანდელი ოსკარების ტრიუმფატორი ალფონსო კუარონის ფილმი "გრავიტაცია" გახდა, რომელმაც 12 ნომინაციიდან 7 ოსკარი მოიპოვა, მათ შორის ისეთ ნომინაციაში, როგორიცაა წლის რეჟისორი.
წლის ფილმი გახდა "მონობის 12 წელი," წლის ქალი მსახიობი კეიტ ბლანშეტი ფილმისთვის "ბლუ ჟასმინი," რაც შეეხება წლის კაც მსახიობს, ეს ტიტული მეთიუ მაკონაჰმა ფილმისთვის "დალასის შემსყიდველთა კლუბი" მიიღო.
"დალასის შემსყიდველთა კლუბში" თამაშისთვის მეორეხარისხოვანი როლისთვის ოსკარი გადაეცა ჯარედ ლეტოს, ასევე ლუპიტა ნეიონგს, ფილმისთვის "მონობის 12 წელი."
წლის ანიმაციური ფილმისა და საუნდტრეკის წოდება მოიპოვა "გაყინულმა", წლის უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში კი იტლიელი რეჟისორ პაოლო სორენტინის "დიდებული სილამაზემ" გაიმარჯვა.
ოსკარის გარეშე დარჩნენ ლეონარდო დი კაპრიო და მარტინ სკორსეზე.