წითელი კომბოსტოს სალათა

  10:14:51     03-03-2014

ინგრედიენტები: წითელი კომბოსტო 200 გ სტაფილო 150 გ ტკბილი წიწაკა, წითელი 1 ოხრახუში მარილი და პილპილი ზეითუნის ზეთი 3 ს.კ ლიმონის წვენი 1 ს.კ
კომბოსტო დავჭრათ თხლად, სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. წიწაკას გავაცალოთ თესლი და დავჭრათ ჩხირებად.  შევურიოთ ერთმანერთს, დავამატოთ დაჭრილი ოხრახუში.

ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი  ავურიოთ ერთმანეთში და დავასხათ სალათას. კარგად ამოვურიოთ. შეგვიძლია მოვაყაროთ სეზამის მარცვლებიც