ზარმაცების აჩმა ლავაშით
07:09:48     25-02-2014
ინგრედიენტები:
თხელი ლავაში
2-4
სულგუნი
600 გ
კვერცხი
3+1 გადასასმელად
კეფირი
კარაქი
50 გ
ყველი გავხეხოთ. კვერცხი ავთქვიფოთ და შევურიოთ კეფირი. შემდეგ ყველი
და კვერცის მასა ერთმანეთს შევურიოთ. კეფირის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ,
ისე რომ მასა ოდნავ თხელი გამოვიდეს.
გვერდებიან ფორმას ცხიმი წავუსვათ და ჩავაფინოთ ლავაში. დავადოთ ყველის ნაწილი, ისევ ლავაშის ფენა, კვლავ ყველი და ბოლოს ლავაში.
ზემოდან ათქვეფილი კვერცხი გადავუსვათ, კარაქის ფირფიტები დავადოთ და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთი ვაცხოთ.