21 თებერვალს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში, გაიხსნება ნანკა (პავიჩ) კიკალიას პერსონალური გამოფენა „საზღვარი“ - ეს არის ერთ-ერთი უახლესი ფოტო-რეპორტაჟი აფხაზეთიდან.

  15:04:15     20-02-2014

პირველად ბოლო წლების განმავლობაში, დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა, ნახოს სოხუმსა და გალში გადაღებული უნიკალური ფოტო-მასალა.

გამოფენაზე წარმოდგენილი 40 ფოტო ომის შემდგომ რეალობას ასახავს და აფხაზეთში დღეს არსებულ სიტუაციასა და იქ მცხოვრებ ადამიანებზე გვიყვება.  

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

გთხოვთ, მობრძანდეთ!

მის: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკი