სმოლენსკის ტრაგედიაზე მხატვრულ ფილმს გადაიღებენ

  12:21:08     08-02-2011

პოლონეთში ფილმის გადაღება დაიწყეს, რომელიც სმოლენსკის ტრაგედიას ეძღვნება. ამის შესახებ პოლონური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან. სურათის რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი პეტრ მატვეიჩიკი იქნება. მატვეიჩიკმა დაადასტურა, რომ მისი გადაღებული სურათი მთლიანად აპოლიტიკური იქნება და მოგვითხრობს იმ ადამიანებზე, ვინც ამ ტრაგედიაში მოჰყვნენ.

 

რეჟისორმა ასევე ისიც აღნიშნა, რომ მწვავე პოლიტიკური დებატების ფონზე, რომელიც სმოლენსკის ტრაგედიას ეხება, მისი ფილმის არავის მხარეს არ არის. იგეგმება, რომ ფილმის ნაწილი იყოს დოკუმენტური, ნაწილი კი – მხატვრული. სურათი ხუთი ნაწილისაგან შედგება და მოგვითხრობს ოჯახზე, რომელიც ტრაგედიის მსხვერპლი გახდა. ფილმის სცენარის მოქმედება დაიწყება 2010 წლის 10 აპრილის დილიდან.

 

მცირე ხნის წინ, ამ ტრაგედიის შესახებ დოკუმენტური ფილმი, „ბურუსი“ გამოვიდა. ამას გარდა, „ბიბისიც“ ამზადებს საკუთარ ფილმს, რომელიც სმოლენსკის ტრაგედიას ეძღვნება.