ალასანიას მიერ ერთ თვეში აღებული 20 090 ლარი - რა პასუხი აქვს თავდაცვის სამინისტროს?
17:09:23     19-02-2014
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანას მიერ აღებულ პრემიებზე საუბრობს. ნადირაშვილი აცხადებს რომ ირაკლი ალასანიამ ერთ თვეში ხელფასისა და პრემიის სახით, 20 090 ლარი აიღო.
ირმა ნადირაშვვილი: " მარტო მარტის თვეში (2013 წელს), ირაკლი ალასანიამ ხელფასისა და პრემიის სახით, 20 090 ლარი აიღო. დაწვრილებით ინფორმაციას თავდაცვის მინისტრისა და ზოგადად, თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების ხელფასების შესახებ, რამდენიმე დღეში გაგაცნობთ“.
„პრესა.ჯი“, დეპუტატის განცხადების კომენტირებისთვის, ირაკლი ალასანიას მოადგილეს, ვაკო ავალიანს დაუკავშირდა. ავალიანის განცხადებით, მან ნადირაშვილის ბრალდების შესახებ იცის და განცხადებას თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დღის ბოლომდე გაავრცელებს.
თავის მხრივ, უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ნადირაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ისიც გაეცნო.
„ვიცი რა თემაზეც მიკავშირდებით, თავდაცვის სამინისტრო დეპუტატის ამ განცხადებას ოფიციალური განცხადებით უპასუხებს. უკვე ვმუშაობთ განცხადებაზე. დაელოდეთ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პასუხს“.
რატომ სჭირდება თავდაცვის სამინისტროს ამხელა დრო იმისათვის, რათა დაადასტუროს ან უარყოს ნადირაშვილის ბრალდება, გაუგებარია. სავარაუდოდ, ალასანია და თავდაცვის სმაინისტროს PR თანამშრომლები იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ „გააპრავონ“ მინისტრის მიერ ერთ თვეში აღებული 20 090 ლარი, რათა სულ მცირე, ალასანიამ პრემიერ ღარიბაშვილისგან, საყვედური არ მიიღოს.