“Coldplay” ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

  12:16:03     08-02-2011

ჯგუფი “Coldplay”  ფესტივალ „გლასტონბერის“ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 25 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ გამოცემა “The sun” იტყობინება. ეს ცნობა, ჯერ კიდევ, გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა, თუმცა, იმ დროისათვის მუსიკოსებსა და ღონისძიების ორგანიზატორებს შორის ოფიციალური ხელშეკრულება არ არსებობდა. შეთანხმება მხოლოდ ახლა იქნა ხელმოწერილი.  Coldplay – ს ამ ფესტივალში უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული. ჯგუფის უკანასკნელი კონცერტი, „გლასტონბერის“ ფარგლებში, 2005 წელს გაიმართა. 2010 წლის ბოლოს, ჯგუფის ლიდერმა კრის მარტინმა განაცხადა, რომ ამ დროისათვის ჯგუფი აგრძელებს ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობას.

 

2011 წელს ფესტივალი „გლასტონბერი“ 22–დან 26 ივნისამდე გაიმართება. ბილეთები, როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ 2010 წლის 2 ოქტომბერს, სულ რაღაც ოთხ საათში მთლიანად გაიყიდა.