ვინ და რატომ გარდაიცვალა კაფე "გალერიში"?

  22:49:54     15-02-2014

 ტრაგიკული შემთხვევა კაფე გალერიში. გუშინ, გვიან ღამით, ცნობილი კარდიოლოგის, გულიკო ჩაფიძის შვილიშვილი სავარაუდოდ, "ბიოს" მოწევის შედეგად გარდაიცვალა. თვითმხილველთა განცხადებით, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, რადგან სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი არ გამოძახეს. 

 შსს-მ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) აღძრა. წინასწარი მონაცემებით, დავით ცხაკაიამ "ბიო" იქვე შეიძინა. თუმცა, ჯერჯერობით დაუდგენელია იმ პირის ვინაობა, ვინც გარდაცვლილს ნარკოტიკი მოაწევინა. 

"ბიო" დღეს ერთ-ერთი გავრცელებული ნარკოტიკია, რომელიც თბილისში ნახევრად ლეგალურად იყიდება. მას, მარიხუანასგან განსხვავებული სიმპტომები აქვს და ხშირ შემთხვევაში პირის სრულ გათიშვას იწვევს. 

ნარკოლოგთა განცხადებით, "ბიო" განსაკუთრებული პოპულარობით თინეიჯერებში სარგებლობს, რადგან ის საკმაოდ იაფია.