რატომ გამოჭრეს ყელი 21 წლის ოჩიგავას - მკვლელობის დეტალები

  13:53:11     14-02-2014

12 თებერვალს მოკლულ 21 წლის გიგა ოჩიგავას კვირას დაასაფლავებენ. გამოძიების ინფორმაციით, ახალგზრდა მისივე მეზობელმა, დავით გ-მ გამოასალმა სიცოცხლეს, რომელიც სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. მოკლულს ახალგაზრდა მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რამდენიმე თვეში, წყვილი მეორე შვილს ელოდებოდა.

ახალგაზრდის მკვლელობის მოტივად 100 ლარი სახელდება, თუმცა მოკლულის ოჯახი აცხადებს, რომ ურთიერთშელაპარაკება “ჯოკრის“ თამაშს არ უკავშირდება. მომხდარი მკვლელობის შესახებ „პრესა.ჯი“-ს გარდაცვლილის ბიძაშვილმა, გვანცა ოჩიგავამ უამბო.

გვანცა ოჩიგავა: მკვლელი უკვე დაჭერილია, ოფიციალურ ინფორმაციას ალბათ მალე გავიგებთ. ძალიან დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს, გვიმძიმს ამაზე საუბარი.

პრესა.ჯი: მკვლელობის მოტივად რა სახელდება. ამბობენ რომ გიგამ „ჯოკერში“ წააგო 100 ლარი და რიმ ვერ დაუბრუნა, ეჭვმიტანილმა ის მოკლა...

- ჯოკერში არ წაუგია... მას არ ჰქონდა ვალი. მის მეგობარს ჰქონდა, უბრალოდ ჩაერია ეს და უთხრა, 100 ლარის გამო რა ტვინი წაიღეო თუ რაღაც მაგის მსგავსი... ეჭვმიტანილმა კი ესროლა...

- სარდაფში, სადაც მკვლელობა მოხდა, ე.წ გარჩევა იყო?

- ჩხუბი არ ყოფილა, ჩემმა ბიძაშვილმა მხოლოდ ის უთხრა, 100 ლარის გამო რა ამბები ატეხეო, ეჭვმიტანილმა კი ესროლა. მკვლელი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო.

- მოკლულს მკვლელთან რა ურთიერთობა ჰქონდა?

- ისინი ნაცნობები იყვნენ, დაკავებულიც ნახალოვკაში ცხოვრობდა, თუმცა მეგობრობა არ აკავშირებდათ.

- ჰყავს თუ არა, მკვლელობას თვითმხილველები, რამდენი ადამიანი შეესწრო მომხდარს?

- ზუსტად რამდენი იყვნენ სარდაფში, არ ვიცი. როცა ესროლა მკვლელმა, სხვა ბიჭები უკვე გამოსულები იყვნენ.

- რამდენი ჭრილობა აღენიშნება გარდაცვლილს?

- ჭრილობები ყელისა და ფეხის მიდამოებში აღენიშნება... ყელზე დანა აქვს ჩარტყმული, ფეხზე კი იარაღიდან ესროლა.