ვენეციური სალათი
11:00:46     08-02-2011
შემადგენლობა: ქათმის მკერდის ნახევარი, მოხარშული კვერცხი – სამი ცალი, მჟავე ან დამარინადებული კიტრი – გემოვნებით, დამარინადებული შამპინიონი – 100 გრამი, მარილი, პილპილი, მაიონეზი ან იოგურტი, მწვანილი – გემოვნებით. ხორცი დავჭრათ კუბიკებად. დავამატოთ დაჭრილი, მაგრად მოხარშული კვერცხი, დაჭრილივე შამპინიონი, შემდეგ - დაჭრილი კიტრი. შევკაზმოთ ოხრახუშით ან კამით, შესაძლებელია ორივეთი და ყველაფერი კარგად ავურიოთ. დავამატოთ მაიონეზი ან იოგურტი.