21 წლის გიგა ოჩიგავას მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს
12:08:31     14-02-2014
12 თებერვალს მოკლული გიგა ოჩიგავას მკვლელობა გახსნილია. შს სამინისტოს
ინფორმაციით, დაკავებულია 1993 წელს დაბადებული დავით გ-, რომელსაც 21 წლის
ბიჭის განზრახ მკვლელობას ედავებიან.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 23:45 საათზე, თბილისში, მარუაშვილის ქუჩაზე მეგობრის საცხოვრებელი სახლის მარანში ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 1992 წელს დაბადებულ გიგა ოჩიგავას ზურგისა და ფეხის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი თბილისის ინგოროყვას სახელობის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული 14 თებერვალს თერჯოლის რაიონის სოფელ ვარდიგორაში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).
როგორც "პრესა.ჯი"-ს ოჩიგავას მეგობარმა პირად საუბარში უთხრა, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა გიგა 100 ლარის გამო მოკლა. გავრცელებული ვერსიით, გიგა ოჩიგავამ "ჯოკერში" 100 ლარი წააგო, თუმცა თანხა არ ჰქონდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დავით გ.-მ კი, რომელიც სავარაუდოდ ნარკოტიკების მომხმარებელია, მოგებული თანხა კატეგორიულად მოითხოვა. ურთიერთშელაპარაკებისას კი ოჩიგავას დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.