ფორთოხლის მორსი

  10:58:01     08-02-2011

მასალა: წყალი – 1,5 ფინჯანი, 100 გრამი შაქარი, ორი ფორთოხალი, ლიმონმჟავა, დარიჩინი მოვაცალოთ ფორთოხალს კანი და გავწუროთ. კარგად დავჭყლიტოთ ნარჩენები, დავამატოთ დაფქვილი კანი, ლიმონმჟავა და დარიჩინი, შემდეგ შაქარი და ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში. მიღებული სასმელი ავურიოთ ფორთოხლის წვენთან და გავაჩეროთ სიცივეში ერთი დღე-ღამის განმავლობაში.