![20 წლის ბიჭის მკვლელობის მიზეზი ჯოკერში წაგებული 100 ლარი გახდა? 20 წლის ბიჭის მკვლელობის მიზეზი ჯოკერში წაგებული 100 ლარი გახდა?](http://presa.ge/img/multimedia/a27921.jpg)
20 წლის ბიჭის მკვლელობის მიზეზი ჯოკერში წაგებული 100 ლარი გახდა?
13:10:56     13-02-2014
შინაგან საქმეთა სამინისტრო 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობისთვის ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს. სამართალდამცავებისთვის უკვე ცნობილია ეჭვმიტანილების ვინაობა, ამჯერად კი მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკებას უკავშირდება. ზაზიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ობიექტებში მომუშავე პერსონალი პირად საუბრებში ადასტურებს, რომ 20 წლის ბიჭი 100 ლარის გამო მოკლეს.
გავრცელებული ვერსიით, ზ. ო.-მ "ჯოკერში" 100 ლარი წააგო, თუმცა თანხა არ ჰქონდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დ. გ.-მ კი, რომელიც სავარაუდოდ ნარკოტიკების მომხმარებელია, მოგებული თანხა კატეგორიულად მოითხოვა.
„აქ საუბრობენ, რომ მოკლულს მკვლელისთვის 100 ლარი ჰქონდა მისაცემი, თურმე წინა დღეს ჯოკერში წაუგია, რომ ვერ უბრუნებდა ეჭვმიტანილმა ის სასიკვდილოდ დაჭრა“,- ამბობს ზაზიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები გოგონა „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას. თუმცა, ამ ინფორმაციას ჯერჯერობით, ოფიციალურად არ ადასტურებენ.
მისი თქმით, მოკლულისა და ეჭვმიტანილის ვინაობა მისთვის ცნობილი არ არის. შემთხვევის ადგილას ამ წუთებში სამართალდამცავები და კრიმინალისტები იმყოფებიან.
20 წლის მოკლულს, სასიკვდილო ჭრილობები სავარაუდოდ, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.