![მკვლელობა თბილისში - მოკლულია 20 წლამდე ახალგაზრდა მკვლელობა თბილისში - მოკლულია 20 წლამდე ახალგაზრდა](http://presa.ge/img/multimedia/a27919.jpg)
მკვლელობა თბილისში - მოკლულია 20 წლამდე ახალგაზრდა
12:09:17     13-02-2014
მკვლელობა თბილისში. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. ყოფილი მონტინის ქუჩაზე 20 წლამდე ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
შსს-ს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პოლიციის განცხადებით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. "სამინისტროსთვის უკვე ცნობილია მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს" - აცხადებენ პოლიციაში.
არსებული ინფორმაციით, ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მისმა ახლობელმა იპოვა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. "პრესა.ჯი"- მკვლელობის დეტალებს უახლოეს საათებში გაავრცელებს.