ლევან გაბუნია: იუსტიციის მინისტრმა ჩემი შვილის მკვლელს მემორიალი გაუხსნა
14:40:05     12-02-2014
2003 წლის 28 დეკემბერს 16 სართულიანი კორპუსიდან გადმოგდებული გიორგი
გაბუნიას მამა 10 წლის შემდეგ გააქტიურების მიზეზებზე საუბრობს და
აცხადებს, რომ იური ვაზაგაშვილისგანა განსხვავებით ის ტელევიზიით არ
ყვიროდა.
ლევან გაბუნია ითხოვს, რომ გიორგი გაბუნიას და ბექა პაპუაშვილის მკვლელობა
უნდა გაერთიანდეს და ერთად იქნეს გამოძიებული, რადგან გიორგი გაბუნიას
მკვლელობა ბექა პაპუაშვილის მკვლელობას უკავშირდება.
„პრესა.ჯი“ მკვლელობიოს მოტივებზე ლევან გაბუნიას ესაუბრა...
-თქვენმა განცხადებებმა 10 წლის შემდეგ, საზოგადოებაში კითხვები გამოიწვია, იური ვაზაგაშვილმა კი თქვენი აქტიურობა გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს დაუკავშირა...
-მე ხელსუფლების ცვლლების შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი შვილი მკვლელობის საქმის განახლება, გიორგის მკვლელობა დახურული არ არის, საქმე მკვლლობის მუხლით აღძრეს. გამომძიებლებმა ყველაფერი კარგად იცოდნენ, თუმცა მაშინ მითხრეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ სანამ წინა ხელისუფლება იქნებოდა ქვეყნის სათავეში ეს მკვლელობა არ გაიხსნებოდა. სწორედ მთავრობის ცვლლილების შემდეგ გავაქტიურდი მეც.
-იური ვაზაგაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ თქენი განცხადებები პოლიტიკურ სარჩულს ატარებს და გარკვეული ჯგუფის ინტერესებს ემსახურება...
-საიდან მოიტანა ვაზაგაშვილმა რომ მე ამ წლების განმავლობაში ჩუმად ვიყავი? მისგან განსხვავებით, მე პრესით და ტელევიზიით არ გავყვიროდი, თუმცა სისტემატურ კონტროლს ვუწევდი საქმის მიმდინარეობას.
-მაშინ ახლა რატომ ახმაურდით?
- სატელევიზიო კომენტარი იმიტომ გავაკეთე რომ იუსტიციის მინისტრმა ჩემი შვილის მკვლელს მეორიალი გაუხსნა, ვერ ჩამივლია იმ ტერიტორიაზე, გაუხსნეს ქურდებს მემორიალი... ამ ლოგიკით გაუხსნან ბექა პაპუაშვილსა და გიორგის შარტავაზე მემორიალი...
-რას უკავშირდებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა? არსებობს ინფორმაცია, რომ თქვენ შვილს ვაზაგაშვილთან კონფლიქტი ადრეც ჰქონდა...
-ეს არ იყო შურისძიება, ჩემი შვილის მკვლელობით მოიშორეს მთავარი მოწმე. გიორგი ბექა პაპუაშვილის მკვლლობის ერთადერთი მოწმე იყო, და ის აპირებდა სამართალდამცავებთან დაესახელებინა ბექას მკვლელი.
- იური ვაზაგაშვილის განცხადებით, გვირგვლიანის სასამართლო პროცესზე მასთან მივიდა გიორგი გაბუნიას დედა და უთხრა, რომ პაპუაშვილები მას არწმუნებდნენ რომ გიორგი სწორედ ზურა ვაზაგაშვილმა გადაადგო, ქალბატონმა კი ისინი სახლიდან გააგდო...
-ვაზაგაშვილს უნდა მისი შვილის მკვლელობა დამაბრალოს, თუ ციცინო გაბუნიამ ეს ინფორმაცია მიაწოდა, რატომ არ იყვირა მაშინვე ტელევიზიით როგორც ეს მას სჩვევია? მაგრამ ციცინო ამას მას ნამდვილად არ ეტყოდა...
-პაპუაშვილებთან თუ გქონდათ საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით, როგორია მათი პოზიცია?
-არა მათთან არ მიასაუბრია, თუ ისინი გამოეხმაურებიან ჩემ განცხადებას და დამიდგებიან გვერდში, რომ საზოგადობამ გაიგოს სიმართლე, მოხარული ვიქნები... თუმცა ვაღიარებ რომ მათ წინაშე მე ადამიანურ ვალში ვარ, დამნაშავე ვარ... პაპიუაშვილები გვეუბნებოდნენ რომ გიორგის დროზე მიეცა ჩვენება და დაესახელებინა მკვლელი, ჩემ შვილს რომ თავის დროზე ეთქვა სიმართლე, დღეს ის ცოცხალი იქნებოდა.
-დაჭრა თუ არა 2002 წელს ბექა პაპუაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზურა ვაზაგაშვილი, ვაზაგაშვილმა კი პაპუაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება, ამბობენ რომ ეს სისხლიანი გარჩევაც სწორედ გეპეის სასასადილოში მომხდარი კონფლიქტის გაგრძელება იყო...
-მე ვიცი დადასტურებულად ის რომ გეპეის კაფეში კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. თუმცა ბექა პაპუაშვილს ვაზაგაშვილი საერთოდ არ დაუჭრია. დაჭრა სხვა პიროვნებამ, რომელიც ამათთან ერთად იმყოფებოდა. რაც შეხება იყო თუ არა ეს მკვლელობები, გაგრძელება კონფლიქტის, ამაზე ვერაფერს ვიტყვი.