ღარიბაშვილი ქვეყანაში განვითარებულ და მოსალოდნელ მოვლენებზე საუბრობს

  11:56:31     12-02-2014

საქართველოს პრემიერ-მინისტრიმა გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა, ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურის სამინისტროს სკანდალზე, სამართლიანობის აღდგენის პრინციპებზე და პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობაზე ისაუბრა.  

ღარიბაშვილმა ყურადღება ოდიშარიასა და მიზანდარს შორის არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა, და განაცხადა, რომ ამ ორ ადამიანს შორის კონფლიქტი  საყრდისის თემას არ უკავშირდება.

ღარიბაშვილი: "ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისა და გუნდის ლიდერისთვის, რომლის მთავარი ამოცანა იყო და არის გუნდურობის სიმტკიცე, ერთიანობა და კოლეგიალობა, აბსოლუტურად მიუღებელია ის ფაქტი, რომ... ქალბატონ მარინე მიზანდარს მე დიდ პატივს ცვემ, ის თავისი საქმის პროფესიონალი და კარგი სპეციალისტია, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტუად მიუღებელია, როდესაც ქალბატონი მარინე საკუთარ მინისტრს აკრიტიკებს. მნიშვნელობა არ აქვს, საქმე ეხება კულტურის თუ ნებისმიერ სხვა სამინისტროს. ეს უკვე არ ჯდება ჩვენ მიერ წარმოებულ პოლიტიკაში. ეს არღვევს გუნდურობას და, სამწუხაროდ, სცდება დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს. არ შეიძლება იყო მინისტრის მოადგილე და საჯაროდ აკრიტიკებდე მინისტრს. ეს ნიშნავს, რომ დიდი შეუთავსებლობა არსებობს ამ ორ ადამაინს შორის. მე ძალიან მარტივად ვუყურებ ამ საკითხს, თუ ხარ მოადგილე და არ მოგწონს შენი ხელმძღვანელი, უბრალოდ, უნდა წახვიდე. არ არის აუცილებელი მინისტრმა გაგიშვას".

პრემიერი, ციხეში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მინიტრმა სუბარმა პატიმრებს პირდაპირი მნიშვნელობით ჯოჯოხეთი სამოთხედ გადაუქცია. გეგუთის კოლონიაში განვითარებული პროცესების კომენტირებისას საქრთველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიზემ მას მიაწოდა ინფორმაცია, რომ გეგუთის ციხეში განვითარებული მოვლენები შესაძლოა გარედანაც იყოს მხარდაჭერილი, თუმცა ღარიბაშვილმა არ ისურვა დაეკონკრეტებინა კონკრეტულად ვინ იდგა ამ პროტესტის უკან. "ეს უნდა იყოს გამოძიებული და ყველა ის პირი, ვინც მსგავსი ტიპის პროვოკაციებს აწყობს ხელოვნურად, უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული"- თქვა პრემიერმა და იქვე დასძინა, რომ პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობა და წამებას დაესვა წერტილი. „არც ერთი ფაქტი წამების და არაადამიანური მოპყრობის საპატიმრობეში, არ დაფიქსირებულა. თუ რაღაც ცემას ჰქონდა ადგილი ან ძალის გადამეტებას, ეს ფაქტი დაუყვნებლივ გამოიძიებულ იქნა. აქედან გამომდინარე, როგორც მინიმუმ ეს არის ძალიან დიდი უმადურობა და უსამართლობა ამ პატიმრების მხრიდან გამოხატული ხელისუფლების მისამართით. ის ადმაიანები კი, რომლებიც მსგავსი ტიპის პროვოკაციებს ხელს უწყობენ, ძალიან უსამართლოები არიან", – განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა სუბარის მუშაობა დადებითად შეფასა და აღნიშნა, რომ მან რადიკალურად შეცვალა პატიმრების ყოფა. „პირდაპირი მნიშვნელობით ჯოჯოხეთი გადაუქცია სამოთხედ. ეს არის შეფასებები, რომელსაც თვითონ პატიმრები აკეთებენ. ამის შემდეგ ასეთი ტიპის პროვოკაციების მოწყობა არის ძალიან ცუდი საქციელი. მე მინდა მათი ყველას გასაგონად ვთქვა, რომ არსებობს კანონი და არსებობს წესი: კეთილი ინებონ და ყველა დაემორჩილოს კანონს და წესს". რაც შეეხება ბოლო დროს ერთ-ერთ განსახილველ თემას პუტინთან შესაძლო შეხვედრის ფაქტს, ამ საკითხზე კომენტირებისას პრემიერმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის მზაობა მასაც აქვს, თუმცა ასეთი ტიპის შეხვედრას სერიოზული დაგეგმვა და მომზადება სჭირდება. "ჩვენ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობაში ძალიან კონსტრუქციული ნაბიჯები გადავდგით. ეს ჩვენი ახალი მიდგომა და კონსტრუქციული პოლიტიკა საერთაშორისო არენაზე მოიწონეს. თუ მეკითხებით მზაობაზე, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურს, მე გიდასტურებთ, რომ მე ეს მზაობა მაქვს, რომ შედგეს ასეთი პირდაპირი დიალოგი. გვაქვს ასეთი განწყობა გუნდში, რომ მოხდეს ასეთი პირდაპირი დიალოგი და საუბარი რუსეთის ხელმძღვანელობასთან. რა ფორმატის იქნება ეს შეხვედრა, როდის ან სად – ასეთ დეტალებზე მე ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი... უბრალოდ, მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი მზაობა ჩვენც გვაქვს. ჩვენ აუცილებლად უნდა დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენ გვაქვს დიდი პრობლემა, გადაუჭრელი პრობლემა. ასეთ შეხვედრას ძალიან სერიოზული მომზადება სჭირდება: დაგეგმვა და ასე შემდეგ. ასეთი ტიპის შეხვედრა ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, პირველ რიგში, ჩვენი ხალხისთვის", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თეა სიჭინავასთან სტუმრობისას საუბრის ერთ-ერთი თემა თვითმართველობის არჩევნებიც იყო. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში დავით ნარმანია ღირსეულად გაიმარჯვებს. მისი თქმით, დავით ნარმანიას დღეს რეალური კონკურენტი არ ჰყავს. ღარიბაშვილმა ნარმანიას უწესიერესი, მშრომელი, პატიოსანი, პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური ადამიანი უწოდა. "მე მიმაჩნია და შინაგანად მჯერა, რომ მას არავითარი პრობლემა არ ექნება არც 40 %-იანი ბარიერის შემთხვევაში, არც 50% და არც 60 %-იანი ბარიერის შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ, რომ დათო ნარმანია ღირსეულად გაიმარჯვებს და გახდება ღირსეული თბილისის მერი. რაც მთავარია ის იზრუნებს არა საკუთარ პიარზე, არამედ იზრუნებს რეალურად ქალაქ თბილისის მოსახლეობაზე. ის აღარ მოპარავს ქალაქ თბილისის მოსახლეობას 50 მილიონს", - აღნიშნა პრემიერმა.