რა ხდება გეგუთის კოლონიაში? 11-მა პატიმარმა ხელ-ფეხი დაისერა

  10:50:36     10-02-2014

გეგუთის კოლონიაში 800-მდე პატიმრის ოთხდღიანი შიმშილობა თვითდაზიანებით დასრულდა. როგორც "პრესა.ჯი"-ს ქუთაისიდან აცნობეს 11 დაჭრილი პატიმარი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაჭრილთაგან სამი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, მათ სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

პატიმართა მშობლების განცხადებით, დანარჩენი დაჭრილი პატიმრები ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოებშია მოთავსებული. გეგუთის კოლონიაში 800-მდე პატიმარი მეოთხე დღეა შიმშილობს. გეგუთის კოლონიაში წუხელ თვითდაზიანება 11-მა პატიმარმა მიიყენა. პატიმრებმა ფეხები და ხელები დაისერეს.

გეგუთის ციხესთან შეკრებილი ახლობლები აცხადებენ, რომ პატიმრების მოთხოვნა გეგუთის კოლონიის ხელმძღვანელობის გადადგომაა, რომელიც მათი ინფორმაციით, წინა ხელისუფლების კადრია. ამასთან, პატიმრები ადმინისტრაციას ცემაში ადანაშუალებენ. პატიმართა ახლობლები მსჯავრდებულებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები პატიმრებს ემუქრებოდნენ, რომ მათ წინააღმდეგ ძალას გამოიყენებდნენ.