თურქული სუპი ეზოგელინი

  03:01:36     07-02-2014

გემრიელი, არომატული თურქული სუპი ეზოგელინი ძალიან მარტივად მზადდება.

100 გრ წითელი ოსპი70 გრ ბულგური (ხორბლის მსხვილი ღერღილი)1 თავი ხახვი2 ს.კ ტომატ პასტა ან 100 მლ ნატურალური პამიდვრის სქელი პიურე2 ს.კ ხმელი პიტნაპაპრიკა, შავი პილპილი, მარილი1.2-1.5 ლ წყალი ან ბულიონი50 გ კარაქი

მოშუშეთ ხახვი კარაქში. დაამატეთ ტომატ პასტა ან პამიდვრის პიურე, ბულგური, ოსპი და დაასხით წყალი ან ბულიონი.

როცა წამოდუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და ხარშეთ სანამ ოსპი და ბულგური არ დარბილდება. შუა პროცესში ჩაამატეთ პიტნის ნაწილი და ცოტა პაპრიკა.
წყლის რაოდენობა თვითონ განსაზღვრეთ იმის მიხედვით, თუ რა სისქის სუპი გინდათ: ძალიან წყალწყალა არ უნდა იყოს, მაგრამ არც ძალიან სქელი.
შეგიძლიათ მსუბუქად დააბლენდეროთ.
ბოლოს დაამატეთ პილპილი, დარჩენილი პიტნა და პაპრიკა. შეაზავეთ მარილით