ნამცხვარი ჩაისთან
02:57:25     07-02-2014
კარაქის ბურთები, მექსიკური თუ იტალიური საქორწილო ნამცხვრები – რას არ ეძახიან ამ უმარტივეს ნამცხვარს, რომელიც უგემრიელესია ჩაისთან ერთად მისართმევად!
რეცეპტის ინგრედიენტები:
340 გრამი უმარილო კარაქი/მარგარინი
3/4 ჭიქა საკონდიტრო/დაფქული შაქარი
1/2 ჩაის კოვზი მარილი
1 მთელი 1/2 ჭიქა დაფქული ნუში
4 მთელი 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
3 ჭიქა გაცრილი ფქვილი
1/3 ჭიქა დაფქული შაქარი გასაფორმებლად
~ მომზადების წესი ~
1. გააცხელეთ ღუმელი 165C გრადუსამდე(325F).
2. თასში გათქვიფეთ კარაქი/მარგარინი დაფქულ შაქართან ერთად. ჩაუმატეთ მარილიც და თქვიფეთ ერთგვაროვანი და ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ ჩაუმატეთ დაფქული ნუში, ვანილის ექსტრაქტი და გათქვიფეთ. ბოლოს კი, ჩაუმატეთ 3 ჭიქა გაცრილი ფქვილი და კარგად შეურიეთ. კომპაქტური ცომის მოსაზელი ამ პროცესებში დიდ დახმარებას გაგიწევთ.
3. წაისვით ცოტაოდენი ფქვილი ხელებზე, დაიდეთ დაახლოებით 1 ჩაის კოვზი ცომი ხელის გულზე და აგორგოლავეთ ხელებს შუა სანამ პატარა ბურთის ფორმას არ მიიღებს(შეგიძლიათ ნამგალა მთვარის ფორმაც მიცეთ). დაალაგეთ ნამცხვრები უცხიმო საცხობ ლანგარზე და აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში, ნუ დაბრაწავთ. გამოცხობის შემდეგ ცოტათი შეაგრილეთ და მოაყარეთ 1/3 ჭიქა დაფქული შაქარი გასაფორმებლად.