სპეცოპერაცია ყაზბეგის გამზირზე - დეტალები
16:14:34     05-02-2014
ყაზბეგის გამზირზე მიმდინარე #17-ში სპეცოპერაცია ეჭვმიტანილის დაკავებით
დასრულდა. როგორც „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს,
აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას დღის ბოლომდე
გაავრცელებს.
ცნობისთვის „პრესა.ჯი“-ს დილიდან მიაწოდეს ინფიორმაცია, რომ ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში სპეცოპერაცია გუშინ ღამით დაიწყო. საქმე ეხება მომხდარ მკვლელობას. როგორც „პრესა.ჯი“-ს კორესპოდენტს მეზობლებმა უთხრეს, უცხო ქვეყნის მოქალაქემ მისი კონკურენტი მოკლა, მძევლები აიყვანა და თავის მოკვლით იმუქრებოდა.
ცნობილია, რომ ეჭვმიტანილთან მოლაპარაკებები რამდენიმე საათის განმავლვლობაში გაგრძელდა. ყაზბეგის 17 ნომერში, სავალუტო ჯიხურთან იმყოფება შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური. „პრესა.ჯი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ნინო გიორგობიანს ჯერ კიდევ დილით დაუკავშირდა, რომელმაც ეს ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა გვთხოვა, რომ ინფორმაცია არ გაგვეშვა, რადგან ეჭვმიტანილის პირობა ასეთი იყო – თუ ამ ფაქტს მასმედია გაიგებდა, თავს მოიკლავდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მკვლელობა ჩინეთის მოქალაქემ ჩაიდინა, რომელსაც ფართი აქვს ნაქირავები.