კბილაშვილი: მერაბიშვილის განცხადებაზე ძიება უნდა დაწყებულიყო

  11:29:28     05-02-2014

ყოფილი , მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, საკნიდან მისი გაყვანის თაობაზე, პროკურატურის ძიების საგანი უნდა გამხდარიყო.
კბილაშვილმა ამის შესახებ განცხადება კბილაშვილმა გადაცემა "პოლიტიკის დროში" გააკეთა. "ამ შემთხვევაში, გამოძიების დაწყება, ჩატარება და შედეგის დადგენა, რომ აღნიშნული არ დასტურდება, გაცილებით უფრო სწორი და კითხვის ნიშნების გარეშე პროცედურაა, ვიდრე გამოძიების არდაწყება. 
ჩემი აზრით,, პროკურატურას გამოძიება უნდა დაეწყო. აქ საკითხი ძალიან მარტივად დგას - მიუხედავად იმისა, ეს შეესაბამება თუ არა, სინამდვილეს. როდესაც ადამიანი იდენტიფიცირებად ინფორმაციას იძლევა და არა ზოგად, არა ბუნდოვან ინფორმაციას, ამ შემთხვევაში გამოძიების დაწყებას პრობლემა არ არის", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.