კრისტინა აგილერას აშშ-ის ჰიმნის ტექსტი შეეშალა

  15:02:59     07-02-2011

ამერიკული პრესა და სოციალური ქსელები გუშინდელს აქეთ კრისტინა აგილერას შეცდომაზე ბობოქრობს. ცნობილ მომღერალს, ამერიკული ფეხბურთის სუპერთასის გახსნის ღონისძიებაზე აშშ-ის ჰიმნის სიტყვები აერია. “Associated Press” იტყობინება, რომ აგილერამ ჰიმნის პირველ სტროფში მეოთხის ნაცვლად მეორე წინადადება გაიმეორა და ერთი სიტყვაც “თავისი ფანტაზიით” შეცვალა. მომღერლის მიერ შესრულებული ჰიმნის ეს “ვერსია” საით YouTube – ზე უკვე განთავსდა. კრისტინას პრესსამსახური ფრიად უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და ამ დრომდე კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს. როგორც ცნობილია, ამერიკული ფეხბურთის სუპერთასის პირველი მატჩი აშშ-ის წლის მთავარი სპორტული მოვლენაა. გასული წლის თებერვალში, მატჩის ტრანსლაციას 107-მა მილიონმა ამერიკელმა უყურა. 2011 წლის მატჩი ტეხასში, არლინგტონში, Cowboys – ის სტადიონზე შედგა. ამ ღონისძიებაზე ჰიმნის შესასრულებლად ყოველთვის ცნობილ მომღერლებს იწვევენ. სკანდალი 2004 წელსაც მოხდა, როდესაც ღონისძიების გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტზე, ერთ-ერთი მუსიკალური ნომრის შესრულებისას, ჯასტინ ტიმბერლეიკთან დუეტში სიმღერის დროს, ჯენეტ ჯეკსონმა მკერდი მოიშიშვლა. ამ ინცინდენტს დიდი რეზონანსი მოჰყვა და მომღერლებს მაშინ საზოგადოებისათვის ბოდიშის მოხდა მოუწიათ.