სპაგეტი ზღვის პროდუქტებით
07:08:56     03-02-2014
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
300 გრ. ზღვის პროდუქტების ასორტი (კრევეტი, კალმარი, მიდია), ½ ჭიქა თეთრი ღვინო, 1 თვი ხახვი, 200 მლ. ნაღები (შეგვიძნია შევანაცვლოდ არაჟნით) ½ შეკვრა სპაგეტი, ნახევარი კონა ოხრახუში, ხმელი რეჰანი, პაპრიკა, პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
მოვხარშოთ სპაგეტი. დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ ტაპაზე, დავაყაროთ გასუფთავებული ზღვის პროდუქტები და დავასხათ ღვინო. ვშუშოთ რამდენიმე წუთი ნელ ცეცხლზე. ღვინო რომ განახევრდება დავასხათ ნაღები და კარგად გავხსნად კოვზით. წამოდუღების შემდეგ დავამატოთ ხმელი რეჰანი და პაპრიკა.
3-5 წუთში გადმოვიღოთ ცეცხლიდან და შევაზავოთ პილპილით და მარილით, ჩავყაროთ ამ სოუსში მზა სპაგეტი, კარგად ამოვურიოთ და თეფშზე გადატანის შემდეგ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.