პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა მიუნხენში

  21:31:13     01-02-2014

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. იგი სიტყვით გამოვიდა სესიაზე- “გლობალური ძალაუფლება და რეგიონალური უსაფრთხოება.”

პრემიერ-მინისტრმა კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეძლევა ბრწყინვალე შესაძლებლობა საერთაშორისო თანამეგობრობას მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე მოუთხროს.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირსა და ნატო–ში ინტეგრაციის საკითხებზე. გამოთქვა იმედი, რომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებით საქართველო ახალ გვერდს გადაშალის საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებში.

მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს და გამოთქვა შეშფოთება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გამო.