
2014 წლის განმავლობაში ლიბერთი ბანკი ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს
15:50:33     31-01-2014
2014 წლის განმავლობაში ლიბერთი ბანკი ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, წელს იგი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში ახალი ფილიალების გახსნასთან ერთად, 30-მდე არსებულ ფილიალს განაახლებს. ბანკი საკუთარი ქსელის მოდერნიზაციაში 2014 წელს 7 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს.
განახლება შეეხება ფაქტიურად ყველა იმ დარჩენილ ფილიალს როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში, რომელიც სავალალო მდგომარეობაში დახვდა ბანკის მენეჯმენტს 2009 წლის სექტემბერში.