ოლადები კეფირით
14:48:10     07-02-2011
ექსპრეს-საუზმე – გემრიელი და ნაზი ოლადები, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება
მასალა: 500 მლ კეფირი, ერთი ფინჯანი ფქვილი, 1 ცალი კვერცხი, მარილი, ორი ჩაის კოვზი შაქარი, ზეთი, ცოტა სოდა (დანის წვერით) კარგად ავურიოთ კვერცხი და კეფირი. დავამატოთ ყველა ჩამოთვლილი კომპონენტები (ზეთის გარდა), ავურიოთ. ოლადები სადილის კოვზით მოვათავსოთ ცხელ, ზეთიან ტაფაზე. შევწვათ ორივე მხრიდან.