ტორტილიონი ქათმის ფილეთი

  12:33:12     30-01-2014

მასალა:

მაკარონი (Tortiglioni) 350 გრ.
პoმიდორი 300 გრ.
ქათმის ფილე 200 გრ.
ყვითელი ტკბილი წიწაკა (ბულგარული) 150 გრ.
წითელი ტკბილი წიწაკა (ბულგარული) 150 გრ.
მრგვალად დაჭრილი ხახვი 60 გრ.
ზეითუნის ზეთი 3 სუფრის კოვზი
მარილი გემოვნებით
შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

ღრმა ტაფაში კუბებად დაჭრილი ქათმის ფილე 1 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთში შევბრაწოთ. ცალკე მოვხრაკოთ ხახვი 2 კოვზ ზეითუნის ზეთში, დავამატოთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა, პომიდორი, მარილი და პილპილი გემოვნებით. მარილიან წყლში მოვხარშოთ მაკარონი, გადავწუროთ და დავამატოთ სოუსი წიწაკით და ქათმის შემწვარი ფილეთი.

წყარო: www.makaroni.ge