შოკოლადის ნამცხვარი

  12:29:49     30-01-2014

მასალა:
3 კვერცხი
150 გ. კარაქი
150 გ. შაქარი
250 გ. შავი შოკოლადი (კულინარიული და არა ე.წ. ,,პლიტკა,,)
200 გ. ფქვილი

მომზადების წესი:

3 კვერცხის გული, 150 გ. დარბილებული კარაქი და 150 გ შაქარი აურიეთ ერთმანეთს. ურიეთ მანამ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ ფქვილი და ისევ აურიეთ.

ცალკე, 3 კვერცხის ცილა ათქვიფეთ ისე, რომ ღრუბელივით გახდეს. ნელ-ნელა შეურიეთ გამდნარი შოკოლადი.

ორივე მასა ერთმანეთში შეურიეთ და ჩაასხით ნამცხვრის ტაფაში.

შოკოლადის ნამცხვარი ძალიან მალე, 10-15 წუთში ცხვება 210 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.

გემრიელად მიირთვით